საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ DUNE-ის (The Deep Underground Neutrino Experiment) საერთაშორისო კოლაბორაციის ხელმძღვანელებთან პროფ. სტეფან სოლდნერ-რემბოლდთან (მანჩესტერის უნივერსიტეტი, UK), პროფ. ედვარდ ბლაჩერთან (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, USA) სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ DUNE-ის კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე პროფ. რობერტ ვილსონი (კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, USA), ხოლო საქართველოს მხრიდან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი პროფ. არსენ ხვედელიძე და დირექტორის მოადგილე პროფ. ზვიად წამალაიძე.
საერთაშორისო კოლაბორაცია DUNE არის ექსპერიმენტი ღრმა მიწისქვეშა ნეიტრონების შესახებ, რომელიც Fermilab-ში (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და ამაჩქარებლის ლაბორატორია, USA) ხორციელდება. DUNE-ის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო კოლაბორაციის წევრი 2019 წლის მაისში გახდა. კოლაბორაციის წევრობა ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო მასშტაბის ექსპერიმენტში და უახლეს კვლევეში თავიანთი წვლილი შეიოტანონ.
შეხვედრის ფარგლებში DUNE-თან სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი განისაზღვრა. გიორგი ვაშაკიძემ სამინისტროს მხრიდან ექსპერიმენტის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.