საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო ბანკის „Bank of China“ კატარის ფილიალის პრეზიდენტს, ჯონსონ ლინს, ბანკის კატარის ფილიალის კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტის გენერალურ მენეჯერ ადამ ლიუს და ამავე დეპარტამენტის ურთიერთობების მენეჯერ,როი იანგს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს Bank of China-ს მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული საქართველოს ბაზრის მოცულობითი კვლევა და მისი შედეგები, ასევე საქართველოში ბანკის „Bank of China“ საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა და მისი შესაძლო წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ტურისტების მოზიდვაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2019 წლის 5-10 ნოემბერს, ქ. შანხაიში, საერთაშორისო გამოფენაში “2nd China International Import Expo” ქართული მხარის მონაწილეობისა და გამოფენის ფარგლებში ქართულ და ჩინურ კომპანიებს შეხვედრების ორგანიზების საკითხი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას ზემოხსენებულ საკითხებზე, ორმხრივად სასარგებლო შედეგების მისაღწევად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.