გელბახიანი ივანიშვილს აფრთხილებს, რომ ტყეები ავტომატიანი ხალხით გაივსება, თუკი ქვეყანას „სამოქალაქო ომში დაპატიჟებს“ და... „სახრჩობელები ელოდება ყველას ბოლოში“
01-10-2019, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არა მხოლოდ ერთპიროვნული და არაფორმალურია, არამედ კრიმინალურიც. ის, ვინც ივანიშვილს გარემოცვის სახით თავს ახვევია, ყველას კრიმინალური მსოფლმხედველობა აქვს, ანუ, აქ გასაკვირი არაფერი არ არის“, - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვალერი გელბახიანმა და გააფრთხილა ივანიშვილი, რომ თუ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა არ მოხდება და პოლიტიკური ოპონენტების მოსპობას და განადგურებას ექნება ადგილი, ეს „ხალხის სამოქალაქო ომში დაპატიჟება“ იქნება და „პარტიზანშჩინა თუ გააჩინე ამ ქვეყანაში, ტყეები გაგევსება ავტომატიანი ხალხით“, და „სახრჩობელები ელოდება ყველას ბოლოში, ვინც ქვეყანას ასე ღალატობს“.

 


„როცა მიდიხარ ხალხის წინააღმდეგ, მერე ნახავ რა არის რეპრესიის პასუხი. .. რანაირი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ჯერ არსებობს ქართველი ერი, არსებობს ქართველი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ მილიონ 300 ათასი ქართველის გადინება მოხდა. არავინ იფიქროს, რომ მათ არ შესტკივათ გული საქართველოზე და შორიდან დაუწყებენ მოვლენებს ყურებას, არ დაუწყებენ შორიდან მოვლენებს ყურებას, ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან მინდა, რომ არჩევნებით შეიცვალოს აქ ხელისუფლება, ძალიან მინდა... და თუ ის [დიდი რეპრესიები] დაიწყო, დაუქადნია, ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო ომში ეპატიჟება ხალხს, მთელ საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ომს დენთის სუნი უდის და დენთის სუნი სადაც არის, იქ გამარჯვება და დამარცხება დამოკიდებული არის პატრიოტებზე და შემართულ ადამიანებზე. ერთი მოიკითხეთ, გვერდში ბატონო ბიძინა რამდენი პატრიოტი გყავთ. თუ ამ ომს იწყებთ, იკითხეთ ვინ დაგიდგებათ გვერდით და პარტიზანშჩინა თუ გააჩინე ამ ქვეყანაში, ტყეები გაგევსება ავტომატიანი ხალხით, ამიტომ თუ ვინმე ამას გიქადაგებთ, ამოირეცხეთ ტვინიდან, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არ უნდა აკადროთ ეს საქართველოს, ამ ისტორიის ხალხს. და მერე ვინც ამას ისმენს დარბაზში და მას ჰგონია, ოღონდ სკამი შევინარჩუნო და აი ეს იქნება, კი არ იქნება, სახრჩობელები ელოდება ყველას ბოლოში, ვინც ქვეყანას ასე ღალატობს“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

კომენტარები: 5
#5   კოლხი
      
აბა ბიჭო,სულ მაგ ჭკუაზეა ხალხი იარაღით ხელში გავიდნენ და ისევ მანიაკი მიჰა თავისი ფაშისტური ხროვით დააბრუნონ ხელისუფლებაში!
ეგ იარაღი არ შეგთხარონ ერთ ადგილას,ფრთხილად იყავი უდღეურო!
7 სექტემბერი 2020 17:20
#4   Me
      
ფიშტოიანი ჭუჭუ.
6 ოქტომბერი 2019 20:23
#3  ანონიმური
      
სრულიად ვეთანხმები ბატონ ვალერი გელბახიანს.მე დიდიხნის უკან ვპროგნოზირებდი ამგვარ საშიშროებას. ხელისუფლებამ უკვე განვლო ორი ვადა ხელისუფლებაში და მათ მიიყვანეს ქვეყანა უფრსკულის პირას. ამიტომ არჩევნების გზით გადააბაროს ახალ ხელისუფლებას ხელისუფლების სადავეები თორემ,
ამას მოყვება სისხლის ღვრა.
2 ოქტომბერი 2019 04:35
#2  temuri
      
ავტომატის ხელსჰი აგება ნისნავს მისი ავტომატიტვე დაგუპვას ხოლო მანამდე იმ ავომატის ტრ...სი გაკეტებას ვალერიკო ბიზია ეს აზრი გუბაზიკომ მოგაწოდა ტუ აკუმ
1 ოქტომბერი 2019 15:59
#1   რომიკა
      
თუ ხალხმა მაინც აირჩიაქართული ოცნება, 33%-თ ნაცებმა მიირონ 19, ევროპელებმა -7%. ტყეში ვინ გავა. შალიკოა?
1 ოქტომბერი 2019 11:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი