მაიკ პომპეო გიორგი გახარიას: „ველით თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად“
01-10-2019, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

 

 

სახელმწიფო მდივანი პომპეო მილოცვაში ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

„ველით თქვენთან თანამშრომლობას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა და სავაჭრო თანამშრომლობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე ადამიანთა შორის კონტაქტები და კულტურული გამოცდილების გაზიარება.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

 

 

აშშ-ი ერთგულია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე და რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი", - ნათქვამია მაიკ პომპეოს მილოცვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი