ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არ არსებობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ატაროს სოციალური ტვირთი, მანამ, სანამ არ შეიქმნება ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ბიზნეს სექტორი, რომელიც შეძლებს, თავის თავზე აიღოს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეების წინაშე უნდა ატაროს.
„ფაქტობრივად, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ, პრობლემები, რომელსაც ჩვენც და თქვენც ვხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ჯანსაღი დისკუსიის ნაწილში დარწმუნებული ვართ,რომ ვიპოვით იმ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურიზრდისკენ და ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, მივდივართ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება და კიდევ ერთხელ რეფორმირება, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით ქვეყანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი საშუალო კლასი, რაც ასევე აუცილებელია პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვისაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.