გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
25-08-2015, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა.


მხარეებმა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს ის ერთობლივი შესაძლებლობები, რომლებიც კერძო სექტორის მხარდაჭერას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ინდუსტრიულ განვითარებას ისახავს მიზნად.


შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - მიხეილ ჯანელიძე და ქეთევან ბოჭორიშვილი, ასევე სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


გერმანული მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი ჰანს იოახიმ პროისი, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პირველი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, GIZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლუდგერ შუკნეხტი, GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი მარიტა რიდელი და სხვა ოფიციალური პირები.


„ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები საქართველოსთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, მათ შორის ერთ-ერთია სივრცითი განვითარებისა და მშენებლობის ახალი კოდექსი, რომელიც უკვე პარლამენტშია და უახლოეს პერიოდში მოხდება მისი განხილვა და დამტკიცება. ასევე აღსანიშნავია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით პროგრამების მთელი რიგი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, გერმანულ მხარესთან ასევე განიხილეს ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია უახლოესი პერიოდისთვის. „ამ ძალიან მნიშვნელოვან და პროფესიონალურ ინსტიტუტთან ერთად განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ინდუსტრიული განვითარება, ახალი ტექნოლოგიები, მწვანე ეკონომიკა და ა.შ. ამ ორგანიზაციიდან მივიღეთ ძალიან სერიოზული შეფასება გასული თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ასევე მივიღეთ დაპირება, რომ მომავალში ისინი საქართველოში გამოგზავნიან სპეციალურ მისიას, რომელიც შეისწავლის კონკრეტულად ამ მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალს და ჩვენ მათთან ერთად გავაგრძელებთ და გავაფართოვებთ თანამშრომლობას მომავალშიც“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   Ivane Baramidze
      
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ერთ ერთი საუკეთესო ადგილია საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისათვის. საერთაშორისო ტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის შევქმენი პროექტი კონცეპცია: ,,მე-8 საოცრება", რომელსაც წარვუდგენ 4 აპრილს ხარაგაულის საკრებულოს კრებას განსახილველად და შესაბამისად ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გავაფორმებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან, რათა დროულად დაიწყოს პროექტის ,,მე-8 საოცრება"-ს რეალიზება.

პატივისცემით
ასოციაციის ,,ენერგია-საქართველოს დემოკრატიული აღორძინებისათვის" გენერალური დირექტორი

ივანე ბარამიძე
27 მარტი 2016 03:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი