საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიეგო კოლასთან.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამები.
მხარეებმა ისაუბრეს იმ საინვესტიციო მიმართულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსა და საფრანგეთის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
თავის მხრივ, საფრანგეთის ახალმა ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთან განაგრძონ პარტნიორობა ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.