თბილისში, ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
01-10-2019, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორბელიანის მოედანზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ახალი წესი 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხო. 

 

 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად. შემოსული თანხა მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება. 

 

 

„დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია. გადახდა შესაძლებელია სწრაფი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი. იმის მიხედვით, თუ საათობრივი პარკირების რა ზონა იქნება გადახდის დროს მითითებული, კონკრეტული ტარიფი მიენიჭება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

უფასო პარკირებით სარგებლობა შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ. ამისათვის კი მათ, რეგისტრაცია ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში უნდა გაიარონ.

 

 

„ელექტრომანქანებისთვის ამ მიწისქვეშა სადგომზე პარკირების სპეციალური ადგილებია, სადაც სხვებს დგომის უფლება არ აქვთ . დაყენებულია ელექტროდამტენებიც. პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას მოვემსახურებით, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ, მათი სატრანსპორტო საშუალებები დავარეგისტრიროთ და უფასოდ პარკირების სისტემაში დავამატოთ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

 

 

ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემის საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი