საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებაა. კერძოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა რატი ბრეგაძე, რომელიც პოსტს ოფიციალურად 1-ელ სექტემბერს დატოვებს.
რატი ბრეგაძეს რევაზ ჯაველიძე შეცვლის, რომელიც მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას, ასევე, 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.