ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5 პროცენტიანი ზრდა არის თუ არა მთავრობის ამბიციური მიზანი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მივა თითოეულ კომპანიამდე და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს.
„გეთანხმებით, რომ ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5 პროცენტიანი ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა რეგიონში ხდება, თუმცა, ჩვენ, მთავრობა მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩათვალეთ, რომ ღია საჯარო დაპირებას ვიძლევი. მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც გარკვეული ბიუროკრატიული ან სუბიექტური პრობლემები აქვთ. მივალთ თითოეულამდე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს. რა თქმა უნდა, იგივეს გავაკეთებთ საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.