საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტის „Twinning-ის“ 10 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვის მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. გამომსვლელთა მხრიდან ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, რეფორმების პროცესში ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე და მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტის “Twinning”-ის როლზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
საქართველოში „Twinning-ის“ პირველი პროექტი 2009 წელს დაიწყო, რომლის მიზანი იყო საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერა ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტიანი განხორციელებისა და უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) საქართველოს ჩართვის მიმართულებით.
2009 წლიდან დღემდე, საქართველოში წარმატებით განხორციელდა „Twinning-ის“ 28 პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას.
ამჟამად, განხორციელების ფაზაშია „Twinning-ის“ 11 პროექტი, ხოლო დაგეგმვის პროცესშია 10-მდე პროექტი, რომელთა ნაწილის განხორციელება წლის ბოლომდე დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.