როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე, ასი ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება რისკებს, მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და რისკების მართვის მენეჯმენტი - უფრო ხარისხიანი.
„ის პოზიტიური ცვლილებები, რაც შეიძლება გაუმჯობესებისკენ იყოს, მაგალითად ფრენების აღდგენა, მე მივესალმები. რისკები უნდა ვმართოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე, ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. უნდა ვეცადოთ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოაგვაროს ის ურთულესი და უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
„ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.