ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს
01-10-2019, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის  პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ სტუმრობისას.

 

 

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან 7 წლისთავზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის სტაბილური და მშვიდობიანი მმართველობა, რაც უპრეცედენტოა.

 

 

„პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ყველა მმართველის პერიოდში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ვერ აარიდა, სახელმწიფოს ჩვენმა წინამორბედებმა ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც ძვირფასი ტერიტორიების დაკარგვაა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის მთავარი იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა, პირველი ოქტომბერი კი, ისტორიული თარიღია, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალადობაზე გაიმარჯვა.

 

 

„პირველი ოქტომბერი არის ისტორიული თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება ძალადობაზე და უგუნურობაზე. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ლიდერობით, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადე რეჟიმს. ჩვენი იდეა არის უცვლელი- დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც ვადგავართ პირველი ოქტომბრიდან. რა თქმა უნდა, შეცდომები და გადაცდომები იყო, მაგრამ ვინც არ მუშაობს, შეცდომებს არ უშვებს. რაც მთავრია, ჩვენ ვხედავთ შეცდომებს, ჩვენ ვაანალიზებთ და მივდივართ წინ, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. იმ მმართველებს, რომლებმაც ისეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, როგორიც ტერიტორიების დაკარგვაა, არავითარი მორალური სამართლებრივი უფლება არ უნდა დავუტოვოთ, ნორმალურ სახელმწიფოში, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობის. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, თუ ამას დავამატებთ ყველა იმ უბედურებას, რომელიც მათი ხელისუფლების დროს მოხდა. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც მათ ვერ ააცილეს ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი