კანადის მაცხოვრებელმა ქალბატონმა რესტორანს სუპით დამწვრობის გამო უჩივლა და სასამართლო პროცესი მოიგო.
ქალბატონმა რესტორანი დაადანაშაულა, რადგან კარტოფილის ცხელი სუპის კოვზმა მას პირის ღრუ დაუწვა და დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში მას ტკივილი სტანჯავდა.
რესტორნის მეპატრონის თავის მართლებამ სუპის სტანდარტულ ტემპერატურასთან დაკავშირებით არ გასჭრა. სასამართლომ განაცხადა, რომ კანადაში 2004 წლამდე ცხელ სადილებში ტემპერატურას არ აკონტროლებდნენ და სუპით პირის დაწვასა და ქალბატონის დეპრესიას შორის კავშირი ვერ იპოვა.
სასამართლომ რესტორნის წინააღმდეგ განაჩენი მაინც გამოიტანა. სასამართლოს განცხადებით, რესტორანს უნდა გაეფრთხილებინა კლიენტი, რომ სუპი საშიშროებას წარმოადგენდა. ვინაიდან მან ეს არ გააკეთა, მომჩივანე ქალბატონის სასარგებლოდ რესტორანს 70 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.