„წლის ბოლოს აშშ-თან ხელშეკრულების განახლებას ვგეგმავთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი
01-10-2019, 20:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წლის ბოლოს განახლდება ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა - „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.  

 

 

ასევე, გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს GDRP-ისათვის და იმ არსებითი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორისაგან იღებს.

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით ამ პროგრამების დამსახურებით ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონე 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით გაცილებით მაღალია.

 

 

„მე ციტირებას მოვახდენ ჩვენი ჯარისკაცების სიტყვების, რომ მათი მომზადების დონე არის როგორც თეთრი და შავი. 10 წლის წინ სადაც ვიყავით მომზადების დონით, დღეს გაცილებით მაღალ დონეზე ვართ. ეს არის რეალური და ხელშესახები დახმარება, რომელსაც ჩვენ ამერიკელები გვიწევენ. ასევე JTEC - ის ცენტრი, რომელიც კრწანისის ბაზაზე არსებობს და ნატოს წევრი ქვეყნების წარომადგენლები არიან ჩართულები ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ. ჩვენ ავღანეთის მისიაში ვაგრძელებთ მონაწილებას. ჩვენი ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი არის სრულად ჩართული ჩემს მიერ დაანონსებულ რეფორმებში და სრული მხარდაჭერა გვაქვს, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე თვითონ უწყების მხრიდან“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი