დაბა მესტიაში შიდა გზების (15 ქუჩა) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 5 413 219 (ხუთი მილიონ ოთხას ცამეტი ათას ორას ცხრამეტი) ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) "თავადი-I" ასრულებს (ტენდერის ნომერი-NAT190014984).

მესტიის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა მესტიის 15 ქუჩას:
1. გ. ჯაფარიძის ქუჩა;
2. ა. ხერგიანის ქუჩა;
3. ვიტორიო სელას ქუჩა;
4. დ. აღმაშენებლის ჩიხი;
5. ჭ. ჩართოლანის ქუჩა;
6. ბ. ხერგიანის ქუჩა;
7. ბეთლემის ჩიხი;
8. ი. გაბლიანის ქუჩა (სტადიონის მონაკვეთი);
9. მ. გვარლიანის ქუჩა;
10. ნ. ჯაფარიძის ქუჩა;
11. სენაკის ქუჩა;
12. ჯ. ხაფთანის ქუჩა;
13. ე. ფარჯიანის ქუჩა;
14. ზ. ფალიანის ქუჩა;
15. ე. ფარჯიანის I ჩიხი.

როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს საყრდები კედლების მოწყობას და კედლის ფასადის მოპირკეთებას ქვით, გზის ნაწიბურების და ხის ღობეების მოწყობას, ასევე სადრენაჟო ხვრელების, ცხაურების და სათვალთვალო ჭების მოწყობას. ზოგიერთ ქუჩაზე გათვალისწინებულია ქვაფენილის მოწყობა, ხოლო ზოგიერთ ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარი. მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქუჩების მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ეტაპზე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები ჯ. ხაფთანის ქუჩაზე, სადაც რელიეფიდან გამომდინარე მიმდინარეობს გზის დამცავი გაბიონების მშენებლობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2020 წლის 30 აგვისტომდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.