საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი რეგიონში უსაფრთხოებას და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეეხო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე და სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც გამახვილდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.