"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე ლარის გაუფასურების თემას ეხება და წერს, რომ ის რაც ახლა ეროვნულ ვალუტას სჭირს, მთავრობის "3-წლიანი სიბეცეა".
"ამ მთავრობის განცხადებები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კლასიკური ნიმუშია ეკონომიკური სიბეცის - როდესაც გჯერა რომ შენ, მთავრობა, "ქმნი ამინდს".
ჯერ მოუწოდებდნენ მოსახლეობას დოლარში ნუ ინახავთ ფულსო.
მერე მოუწოდებდნენ - ნუ ახურდავებთ ლარებს დოლარშიო.
და ახლა აშინებენ - თუ დაახურდავებთ წააგებთო.
ეს 3-წლიანი სიბეცეა რაც დღეს ლარს სჭირს (+ ყბადაღებული საგარეო ფაქტორები)", -წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.