დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე გაიზრდება
02-10-2019, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

 

მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან.

 

 

„მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მილიარდ 79 მილიონ ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება  2020 წლის ბიუჯეტს, ამ თემაზე მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან, ასევე, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან, ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი,  დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე. მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო თბილისელების სახელით მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ქალაქისთვის და ეს რა თქმა უნდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება ყველასათვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

 

კახა კალაძის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 2020 წელს დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი