ექვს ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდა, ისინი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე.
„თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ექვს ოჯახსაც მინდა მივულოცო. მათგან ოთხი ცხოვრობს საინგილოს ქუჩის N55-ში, ერთი ოჯახი - ღოღობერიძის N47-ში, ხოლო ერთი ოჯახი მესამე მასივის მერვე კვარტალში, მე-12 კორპუსში. ამ პროექტს ჩვენ ვაგრძელებთ და დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათ უნდა მიმართონ გამგეობებს და გამგეობები მზად არიან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.