უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული საქართველოს მოქალაქე ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭიჭიაშვილმა 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. პოლიციამ მას ხოტიანოვკის დასახლებაში მიაკვლია.
მოკლული ტერორისტი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა. ის ასევე ფიგურირებდა დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც.
შოთა ჭიჭიაშვილმა ციხე, ამნისტიის საფუძველზე, 2013 წელს დატოვა. მას ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.