აშშ-ის „დემოკრატების“ წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი, 78 წლის ბერნი სანდერსი ჰოსპიტალიზებულია
02-10-2019, 19:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი, ბერნი სანდერსი, რომელიც 78 წლისაა, მკერდის ტკივილის გამო საავადმყოფოში იქნა მოთავსებული და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია, იტყობინება აშშ-ის მედია.

 

 

იგი ლას ვეგასში, ნევადაში, სამშაბათ საღამოს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გახდა შეუძლოდ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

„გუშინ საღამოს, საარჩევნო კამპანიისას სენატორმა სანდერსმა მკერდის არეში გარკვეული დისკომფორტი იგრძნო. სამედიცინო ტესტირებისა და შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მას ერთ-ერთი არტერია ჰქონდა დაბლოკილი და ორი სტენტი წარმატებით იქნა ჩადგმული. სენატორი სანდერსი საუბრობს და კარგ ხასიათზეა. მომდევნო დღეების განმავლობაში იგი დაისვენებს. ჩვენ ვაუქმებთ მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და საჯარო გამოსვლებს შემდგომი განცხადების გაკეთებამდე“, ნათქვამია სანდერსის უფროსი მრჩევლის, ჯეფ უივერის განცხადებაში.

 


სანდერსმა უფრო ადრე გამოაცხადა თავისი საარჩევნო კამპანიის შესახებ და უკვე 25 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა აქვს შეგროვებული.

 

 

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის“ შეჯიბრში სანდერსი მესამე ადგილზეა - მასაჩუსეტის სენატორის, 70 წლის ელიზაბეტ უორენის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, 76 წლის ჯო ბაიდენის შემდეგ.

 


დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად 73 წლისაა, ყველაზე ხანდაზმულია, რომელიც 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი