დედაქალაქში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესშია
02-10-2019, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე,  კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

 

 

თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება  საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაშია მისაღები. 

 

 

„რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან,  ვინც დღეს ოპერირებს ბაზარზე და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ  მიკროავტობუსების მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უფრო მეტიც, კრიტიკული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი და პარკის განახლება. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს მიკროავტობუსების კომპანიასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით დაწესებული გვაქვს  საკმაოდ მაღალი სტანდარტები, რაც დასტურდება იმ ავტობუსებით, რომლებიც უკვე შევისყიდეთ. თუ საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებიც ამ სტანდარტების შესაბამისი იქნება, შემოვიყვანთ ბაზარზე, თუ არადა მოგვიწევს ჩამოყვანა.  

 

 

კომპანიის მხრიდან იყო წინადადება, რომ ისინი განახორციელებენ 30 მილიონის ინვესტიციას  საქართველოში მიკროავტობუსების აწყობა-წარმოების მიმართულებით. თუ ეს განხორციელდა, მე ამას მხოლოდ მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს იქნება ქართული ბრენდი. რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, გვეყოლება საქართველოში წარმოებული  მიკროავტობუსები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გაიყიდება, არამედ შესაძლებელია, გავიდეს ექსპორტზეც. თუმცა, ეს ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა, გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას. რაც შეეხება ჩანაცვლების პროცესს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი