იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
27-28 სექტემბრის ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით ქვემო ზონის სოფლები დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლებისა და საბავშვო ბაღების სახურავები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა. პირველადი მონაცემებით მიყენებული ზარალი 3 მილიონი ლარია.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.