მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ბევრი რაღაც იცის“ და კიევში მოკლული „ძალიან ცნობილი და საშიში ქართველი კრიმინალი, ჭიჭიაშვილი სხვადასხვა დროს ასრულებდა ღარიბაშვილის და თამაზაშვილის დავალებებს“
03-10-2019, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი - „ძალიან ცნობილი და საშიში ქართველი კრიმინალი, თამაზაშვილის აგენტი იყო“, რომელიც „ივანიშვილის ბრძანებით, ჩასვეს შეწყალებულთა სიაში“, შემდეგ კი, „სხვადასხვა დროს ასრულებდა ღარიბაშვილის და თამაზაშვილის დავალებებს“.

 


„კიევში პოლიციას შემოაკვდა ურთიერთსროლისას, ძალიან ცნობილი და საშიში ქართველი კრიმინალი, რომელიც იყო თამაზაშვილის აგენტი, რომელიც ჩემს დროს 22 წლით გასამართლებული იქნა უამრავი დანაშაულისთვის და მერე ივანიშვილის ბრძანებით ჩასვეს შეწყალებულთა სიაში და შემდეგ, სხვადასხვა დროს ასრულებდა ღარიბაშვილის და თამაზაშვილის დავალებებს.

 


„ეს კაცი რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა უკრაინაში, ჰქონდა მთელი არსენალი ძალიან დახვეწილი იარაღების და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი საინტერესო რამე გაირკვევა - რატომ იყო უკრაინაში? რატომ ჩამოვიდა? ვისი დავალებით ჩამოვიდა? რატომ დააწინაურეს ღარიბაშვილი სწორედ ამ დროს თავდაცვის მინისტრად და საერთოდ რა კავშირებია აქ და რა იყო კონკრეტული დავალება ამ ადამიანისთვის? მე მგონი, შემდეგ დღეებში იქნება ამაზე ლაპარაკი. მე არ მინდა დღეს ამაზე ვრცლად საუბარი, თუმცა ბევრი რაღაცა ვიცი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი