თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას, მაშინ ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება. ამის შესახებ ე..წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ცხინვალი ვერ ხედავს საქართველოს პოლიტიკური რიტორიკის ცვლილებას.
"განწყობა რაც დღეს საქართველოშია, ფაქტობრივად არ განსხვავდება 2008 წლამდე და 2008 წლის განწყობისგან. ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა მოინანიოს თავისი ქმედებები და სამხრეთ ოსეთს მისცეს გარანტია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ განმეორდება. ეს უნდა მოხდეს ძალის გამოუყენებელობასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის გზით", - განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, თუ აღნიშნულ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, ცხინვალი არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავა.
"საქართველომ უნდა მიიღოს არსებული რეალობა და აღიაროს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა", - აღნიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.