იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა
03-10-2019, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს  შეხვდა. თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიასაგან მოისმინა, თუ როგორ ემზადება ინსპექტორის აპარატი  2019 წლის 1-ლი ნოემბრისათვის, როდესაც შესაბამისი კანონი სრულად ამოქმედდება და აპარატიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

 


როგორც თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო, როგორც რეფორმისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი,  იმედოვნებს, რომ ამ რეფორმის შედეგად შექმნილი უწყება − სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი − ეფექტურად განახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.


 
იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კანონი უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს და გარანტიებს, კერძოდ: ხელშეუხებლობას; დამოუკიდებლობას ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლებას პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორობის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობის პროცესში იუსტიციის სამინისტრომ  კონსულტაციები გამართა საკითხით დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან, სფეროს ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  მათ შორის, ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტთან.


 
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიას წარმატება უსურვა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე და დასძინა, რომ პენიტენციური სისტემა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურები ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლებენ ახალ უწყებასთან საქართველოში ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვის მიზნიდან გამომდინარე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი