წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მოსახლეობის მოთხოვნით, საბავშვო ბაღს კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ჯგუფი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების'' მმართველმა გიორგი იობიძემ ქვიტირის საბავშვო ბაღი დაათვალიერეს და პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდნენ.
„ქვიტირი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული სოფელია. წელს მოსახლეობის მოთხოვნა გავითვალისწინეთ და საბავშვო ბაღში კიდევ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი გავხსენით, შესაბამისად გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილებიც. ამიერიდან ქვიტირის ბაღში ორი ჯგუფი იფუნქციონირებს“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
"ქვიტირის საბავშვო ბაღში სურსათის უვნებლობის სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყო ახალი ჯგუფისათვის საჭირო სივრცე, ამ ბაღში აღსაზრდელთა მზარდი კონტიგენტის გამო, მართლაც საჭირო იყო ჯგუფის გაყოფა და ახალი აღსაზდელების მიღება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ოპერატიულად შესრულდა საჭირო სამუშაოები. ამჟამად ქვიტრის ბაღში 60 აღსაზრდელი შესაძლებს სკოლამდელი განათლების მიცემას'' - აღნიშნა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების'' მმართველმა გიორგი იობიძემ.
ქვიტირის ბაღში ახალი ჯგუფის გახსნას მერის წარმოამდგენელი თეიმურაზ ჭეიშვილიც ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.