როგორც ცნობილია გუშინ გაგრის გენოციდთან დაკავშირებული ჩვენი აქცია არ ჩართო არც ერთმა ტელეარხმა და პრაიმ-ტაიმიდან ასევე ერთსულოვნად მოხსნა ყველამ, - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
როგორც ნათელაშვილი აცხადებს, ტელევიზიების მხრიდან ერის გადარჩენასთან დაკავშირებული ინიციატივების დაბლოკვა მისთვის გაუგებარი და დანაშაულებრივია.
“საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენ არ გვყავს არც ერთი თავისუფალი ტელევიზია. ყველას გახსნილი აქვს საკუთარი ჯიხური. ქვეყანა ნამდვილად კიდიათ ფეხზე.
ლეიბორისტული პარტია ტოტალურ ბლოკადაშია ყველა ძალის მხრიდან ვინც ფლობს ტელევიზიებს, პოზიცია იქნება თუ თვით ოპოზიციად წოდებული. სამაგიეროდ, გალში კიდევ ერთხელ აცეკვეს ქართველები ქართველთა საფლავებზე. შევეგუოთ რომ არჩევნები უნდა მოვიგოთ ამ ტელევიზიების გარეშე. ამას გვთხოვს საქართველო!!!
მე კიდევ შემიძლია გავიგო როდესაც გვბლოკავენ პარტიული კონკურენციის გამო, მაგრამ იმ ტრაგედიაზე რომელიც ეხება ქართველთა გენოციდს, ერის გადარჩენასთან დაკავშირებულ ინიციატივებს,დაბლოკვა, ცენზურა, პოლიტიკური სიშლეგე, ჩემთვის არა მარტო გაუგებარი, დანაშაულებრივია.
თქვე მამაცხონებულებო კარგი ჩვენზე გასაგებია რაც გაწუხებთ, ერთი სიუჟეტი მაინც გაგეკეთებინათ, ჩვენი ხსენების გარეშე, გაგრის სტადიონზე, ქართველთა მოჭრილი თავებით რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი მხეცობის შესახებ. არაფერი არ გამოვა თქვენგან,სამწუხაროდ” , - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.