ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის (Dvv international) საქართველოს ოფისის წარმომადგენელს დავით ჯიქიას შეხვდა და "ზრდასრულთა გადამზადების ცენტრის" შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ხონში სათემო განვითარებისა და განათლების ცენტრის მმშენებლობა გერმანიის მთავრობისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ ფინანსდება და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (Dvv international) პროექტის ფარგლებში გეგმავს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსების დაფინანსებას სხვადასხვა მიმართულებით.
ცენტრის საქმიანობა მოიცავს კომპიუტერით, უცხო ენებით, საბუღალტრო საქმით, აგრო სექტორით, სასტუმრო საქმით, მშენებლობით და სხვა მიმართულებით დაინტერესებული პირების გადამზადებასა და სერთიფიცირებას. დღესვე, მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ სტუმართან ერთად ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც უახლოეს პერიოდში ხონის განათლებისა და განვითარების სათემო სახლი აშენდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.