ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მეორე საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სარემონტო სამუშაოების ბოლო დეტალები სკოლის წარმატებულ სპორტსმენებთან და სპორტის პედაგოგთან ერთად გაიარა.
"წელს, საშუალება მოგვეცა და მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში სპორტდარბაზების სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ. მომავალი თაობები ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდნენ და ამისათვის სათანადო გარემო, უპირველეს ყოვლისა, საჯარო სკოლების ბაზაზე უნდა არსებობდეს. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ გქონდათ სპორტული წარმატებები და იმედს ვიტოვებ, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა კიდევ მეტი სტიმულის მომცემი იქნება", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქის პირველი, მეორე და სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლების სპორტდარბაზების სრული რეაბილიტაცია დაფინანსდა. ასევე, კეთილმოეწყო ქალაქის მეოთხე, სოფლების - ივანდიდის, კუხისა და გუბის საჯარო სკოლების სველი წერტილები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.