„გირჩს“ მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიას აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ინიციატივის - ე.წ. „შმაქსის“ შესახებ კომენტირებისას.
მისივე თქმით, მოქმედება, რომელსაც „გირჩი“ პროპაგანდას უწევს, სამართალდარღვევაა.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ კანონმდებლობას სამართლებრივი ხარვეზი უპოვა და ახლა რაღაც ფორმით ვინმე ტაქსაობას შეძლებს - ამას დაარქმევს სხვა სახელს, ძალიან ცდება და მოქალაქეები შეცდომაში შეყავს. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, მგზავრის გადაყვანა, კანონის თანახმად, ნებართვას საჭიროებს.
„ისინი ამას აინიცირებენ იმისთვის, რომ რეგულაციას გვერდი აუარონ, რაც არ მოხდება. კანონმდებლობის მიხედვით, მსუბუქი კატეგორიის მანქანით მგზავრის გადაყვანა ერთი წერტილიდან მეორეში საჭიროებს ნებართვას. ინტერპრეტაციას, რომ იქ საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა ხდება, მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც იყენებ მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ამას კანონმდებლობით ლიცენზია სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერმა რეგისტრირებულ ტაქსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ A კატეგორიაში ტაქსების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა.
მისივე თქმით, სექტემბრის ბოლოს საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, მერია ტაქსების რეფორმის გადავადებას აპირებდა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, მერიას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ტაქსის მძღოლებთან იმის თაობაზე, რომ რეგულაციების მეორე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდებოდა.
„ტაქსების რეფორმა შედგა და იგი გაამართლებს. რეფორმა არ დასრულებულა. იქნება შემდეგი ეტაპები. იგი გათვლილია მგზავრების უსაფრთხოებაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ტაქსებისთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.