გიორგი გახარია: „უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია“
03-10-2019, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე.

 

 

„ჩემთვის უდიდესი პატივია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობა. ეს გახლავთ მე-5 სტუმრობა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა ასევე თითოეულ ნატოს წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ გახდებოდა ნატოს წევრი და ეს დაპირება ამოძრავებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

 


„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში არის სიმბოლური, რამეთუ სულ ახლა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია.  ყირიმის ანექსიის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში და რა თქმა უნდა, ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კოლეგებო, 2002 წელს საქართველომ მიმართა ნატოს წევრობის თხოვნით და მას შემდგომ ქვეყანამ გამოიარა ბევრი განსაცდელი, თუმცა ასევე აჩვენა ძალიან სერიოზული წინსვლა. ეს წინსვლა კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როდესაც საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს წევრობას დღეს მხარს უჭერს მოქალაქეების 71 პროცენტზე მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას", - განაცხდა გიორგი გახარიამ.

 

 

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო.

 

 

„წელს ნატო აღნიშნავს 70 წლისთავს და ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს დადასტურებული ამ წლისთავის ფარგლებში ღია კარის პოლიტიკა. ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში დარა თქმა უნდა, შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. დღეს ჩვენ აქ გვყავს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი, შორი, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება ნატოს 30-ე წევრი და ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მის მიღწევებს, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და ასევე მისი თავსებადობის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისი პოლიტიკური დაფასება და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი