საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიას, 6-7 ნოემბერს დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) და სამხედრო განათლების საკითხებს შეეხო. მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრეს.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დელეგაციაში ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.
საბჭოს წევრები ადგილზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.