შინაგან საქმეთა მინისტრი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო
03-10-2019, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიოლერთან გამართულ ორმხრივ შეხვედრას დაესწრო. ღონისძიება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და ნატოს დელეგაციის სხვა წევრები.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების სამომავლო პრაქტიკული ნაბიჯებიც განიხილეს.
ნატოს დელეგაციის წევრებმა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი