თბილისის ერთ-ერთი მცხოვრები მარიამ დავითაშვილი ტაქსებზე დაწესებული რეგულაციების გამო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს და მოუწოდებს „ამ უაზრო რეგულაციებს“ როგორმე უშველოს, რადგან მისი თქმით, ტაქსით მომსახურება დიდი დიღმიდან გაგარინის მოედნამდე 15 ლარი გახდა.
„ბატონო კახი, კარგია უამრავი მანქანა რომ გყავთ???? ბატონო კახი, კარგია საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ არ გჭირდებათ??? ბატონო კახი, კარგია შვილები გამოკვებილი რომ გყავთ??? ბატონო კახი, კარგია ტაქსიმ დიდი დიღმიდან გაგარინამდე 15 ლარი რომ არ მოგთხოვათ??? ბატონო კახი, კარგია ნაქირავებ პრიუსი შავი ფერის რომ არ გყავდათ და თქვენივე რეგულაციების გამო არ დაააბრუნეთ უკან???
ბატონო კახი, კარგია ტაქსო-კომპანიები რომლებიც მანქანებს აქირავებდნენ 30ლარად და დღეს 50 ლარი გახადეს??? ბატონო კახი კარგია, რომ არ ნერვიულობთ ხვალ თქვენ შვილს რა აჭამოთ???
ბატონო კახი, კარგია დილიდან შუაღამემდე რომ არ ზიხართ ინტერნეტში და არ ეძებთ თეთრი ფერის მანქანას რომ იქნებ იქირაო და შვილს საღამოს მაინც მიუტანო საკვები??? ბატონო კახი, ვისზე მეტი სწავლა-განათლება გაქვთ??? ბატონო კახი და რა გამოიწვია თქვენმა არასწორმა რეფორმამ იცით??? ბატონო კახი, საერთოდ ოდესმე სარკის წინ თუ დამდგარხართ და თქვენ გულში ჩაგიხედავთ??? ბატონო კახი, ამქვეყნიური ცხოვრება არ არის მარადიული და თქვენ ეს აშკარად გავიწყდებათ...
ბატონო კახი, უამრავი თვითდასაქმებული ადამიანის, „ტაქსისტს“ ვგულისხმობ, ოჯახი და შვილები დატოვეთ მშიერი!!!!! ბატონო კახი, გამოიჩინეთ კეთილი ნება და თქვენივე ამ უაზრო რეგულაციებს როგორც გინდათ ისე უშველეთ.. უშველეთ იმიტომ რომ საშველად გაუხადეთ ადამიანებს საქმე. ბატონო კახი, იქნებ თქვენ პირადად და თქვენ ხელისუფლებას გეყოთ მილიონების მილიონებზე დამატება და მშიერ ხალხს ნუღარ ამოაცლით პირიდან ლუკმას... ბანატონო კახიიიიიიიიი ხანდახან გამოიხედეთ თქვენი მინი კუპერიდან და გადით და კითხეთ თქვენივე მოქალაქეებს რატომ შიათ... ბატონო კახი, თქვენ ყველაზე მთავარი გავიწყდებათ: მე და ჩემნაირმა უბრალო მომაკვდავმა ადამიანებმა, ქართველმა ერმა დაგიქირავეთ და გიხდით ხელფასს და იცით რაშიიი???? ადამიანებს და დედაქალაქს შეუმსუბუქოთ ყოფა... დავეხმაროთ ერთმანეთს ქალაქის განვითარებაში... მაგრამ ეს ყველაფერი გამოიყენეთ ბოროტად... აუცილებლად მოგეკითხებათ!!! მე ერთი თბილისელი მარიამ დავითაშვილი თავს ვაძლევ უფლებას რომ შეგახსენოთ: თქვენ ჩადიხართ უდიდეს უსამართლობას...: პ. ს... ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო.... შვილები გეზრდებათ და სხვისი შვილები ნუ გკიდიათ ფეხზე!!!
პატივისცემით ბატონ კახის!!!!!!! კახა კალაძე.. თბილისის მერია.. „მიაწვდინეთ ხმა“... წერს მარიამ დავითაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.