ზაქარია ქუცნაშვილი: „ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე და დუმილს ვარღვევ“
04-10-2019, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე და დუმილს ვარღვევ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე.

 

 

ქუცნაშვილის  თქმით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ იცოდა, რომ მის სავარძელს სერგეი გავრილოვი დაიკავებდა.

 

 

„მინდა, 100-დღიანი დუმილი დავარღვიო. პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რომ ჩემთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. მხოლოდ ამის შენდეგ ჩავთვალე საჭიროდ სიმართლის თქმა.

 

 

გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა და სხდომის რუსულად წაყვანა ეს ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. აქ ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევის შემთხვევა. სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ მდივანს.

 

 

კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო.

 

 

ის, რაც 20 ივნისს მოხდა, ამას ქაჯობა ვუწოდე. როცა ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები გაქვს საქართველოს ინტერესების გასატანად და იმას ნაცვლად გამოყენებისა არბევ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მარტო დავრჩე საკუთარი სინდისის წინაშე ამ პოზიციას არ შევიცვლი. პასუხი იმ ქაჯებს უნდა მოსთხოვო, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო.

 

 

ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე“, – განაცხადა ქუცნაშვილმა ბრიფინგზე.

 

 

ქუცნაშვილმა განმარტა, რატომ დატოვა პარლამენტის წევრის მანდატი.

 

 

„ოპოზიციამ, იცოდა რა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდნენ, ისინი ვა ბანკზე წავიდნენ, რადგანაც ისინი მთავარი პროპაგანდის ინსტრუმენტს კარგავდნენ. დაწყებული იმით, რომ პარლამენტის შტურმი განახორციელა 20 ივნისის ღამეს, საზოგადოების პროვოცირებით შეეცადნენ აგრესია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამოეწვიათ, რომ ქართველ ხალხს „რუსთავი 2“ დაერბია და მსოფლიოს თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი გამოჩენილიყვნენ.

 

 

მანდატი ორი მიზეზი გამო დავტოვე. პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მიმაჩნია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი სხვის შეცდომაშიც თავის წილს უნდა ეძებდეს. ამ შემთხვევაში, ჩემი შეცდომა ალბათ იმაში მდგომარეობდა, რომ ექვსი წლის განმავლობაში არ წარმოვაჩინე ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა ისე, როგორც იმსახურებდა. მეორე ძალიან ადამიანური მიზეზია. მე ასე ვარ გაზრდილი, რაღაც საქმეს, რომ ვაკეთებ და იმ საქმეში ბევრნი ვართ ერთმა არ უნდა აგოს პასუხი. როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მზაობა გადადგომის შესახებ, მე მის გადაწყვეტილებას ვერ დავტოვებდი ადამიანური სოლიდარობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მე დავთმე მანდატი, მაგრამ არ ვაპირებ სიმართლე დავთმო. მანდატი ჩემი ინიციატივა იყო და გუნდმაც მხარი დამიჭირა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი