გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში, N1-4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, სარწყავი და გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსასვენებელი პავილიონი.
დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად დაათვალიერა.
„მწვანე და რეკრეაციული სივრცეები, ასევე, სკვერები და საბავშვო მოედნები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დღეს კიდევ ერთი გამწვანებული და ლამაზი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩვენ, რასაკვირველია, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას მომავალშიც განვაგრძობთ და რაიონს არაერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.