გიორგი გუგავა: „ქალაქის მერმა განუცხადა ტაქსისტებს, რომ თუ ჩამოიშორებდნენ „ლეიბორისტულ პარტიას“ და შეწყვეტდნენ საპროტესტო აქციებს, ისინი წავიდოდნენ კომპრომისზე და დაუკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს“
04-10-2019, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანას კარგად ახსოვს გაზაფხულზე ათი-ათასობით საპროტესტო ავტო კოლონა და შემდეგ ტაქსებით გარშემორტყმული ოლიგარქის შუშის სასახლე, საიდანაც ივანიშვილი დაუყოვნებლივ გაიქცა პატრიარქთან თავის საშველად, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.

 

 

„ასე დაიწყო ლეიბორისტულმა პარტიამ 40 ათასი ტაქსისტის გადასარჩენად მართლაც თავგანწირული ბრძოლა, როგორც კი გავდიოდით ფინალში და უნდა მიგვეღო შედეგი, სწორედ მაშინ გადაიბირა ხელისუფლებამ ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფის უმრავლესობა, დიახ, საკუთარი მოყვასის, კოლეგის, ახლობლის გამყიდველობის სენი ღრმადაა გამჯდარი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და სწორედ ესაა მრავალი უბედურების მიზეზი.

 

 

ისტორია ასე დაიწყო, როდესაც ქალაქის მაფიოზმა მერმა -კახი კალაძემ გამოაცხადა ტაქსების თეთრად გადაღებვის მავნებლური რეგულაციების შესახებ, ტაქსისტების საინიციატოვო ჯგუფთან ერთად, ჩვენმა პარტიამ, მათთან ერთად დაიწყო საპროტესტო აქციების ორგანიზება. ფართომასშტაბიანი აქცია მოეწყო მერიის წინ, მანქანების კოლონებით გადავკეტეთ რუსთაველის პროსპექტი, სადაც პოლიცია დაგვიპირისპირდა და ბოლოს მოვაწყვეთ უპრეცედენტო საპროტესტო ავტო მარში, რომელშიც მონაწილეობდა ათი ათასობით ტაქსი, მოვახდინეთ მთელი ქალაქის პარალიზება და ბოლოს ალყაში მოვაქციეთ ივანიშვილის შუშის სასახლე. სწორედ ამ აქციის შემდეგ საორგანიზაციო სხდომაზე გამოგვეცხადა ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფის გარკვეული ნაწილი, რომლებმაც განგვიცხადეს, რომ შეხვედრა ჰქონდათ ქალაქის მერთან, რომელმაც განუცხადა, რომ თუ ჩამოიშორებდნენ ლეიბორისტულ პარტიას და შეწყვეტდნენ საპროტესტო აქციებს, ისინი წავიდოდნენ კომპრომისზე და დაუკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. კალაძეს პირდაპირ უთქვამს "ლეიბორისტები" ჩვენი მოწინააღმდეგე პარტიაა და თუ მოთხოვნები დაგიკმაყოფილეთ, ისინი ქულებს დაიწერენო.

 

 

ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ეს ვირეშმაკული ხრიკი იყო კალაძის მხრიდან, რომ მათ სურდათ, ერთის მხრივ, ჩვენი ჩამოცილება, რომელიც ორგანიზებას უწევდა სამართლიან პროტესტს და ასევე მიზნად ქონდათ ტაქსისტების დაქსაქსვა, რათა ადვილად განეხორციელებინათ მავნე ზრახვები. შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ თათბირს, აუხსნა ტაქსისტებს. თუ რა მზაკვრობას ჰქონდა ადგილი და რა სავალალო შედეგებით დამთავრდებოდა ეს გარიგება მერიასთან. მაგრამ ტაქსისტების გარკვეული ჯგუფი ჯიუტად თავისას ამტკიცებდა, რომ ჩვენი ჩამოცილება ამ პროცესიდან პრობლემას გადაწყვეტდა. ისე გამოდიოდა, რომ პოლიტიკური მიზნების გამო პარტია "აუბედურებდა" ტაქსისტებს. ამიტომ სრული პასუხისმგებლობა მერთან ურთიერთობაში და საკითხის გადაწყვეტაში გადავაბარეთ ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს.

 

 

ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც ჩვენი ვარაუდი ახდა, საპროტესტო პროცესი ჩაიშალა და კალაძემ უმუშევარი დატოვა ათი ათასობით ტაქსისტი. ახლახან აღმოვაჩინეთ, რომ ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთ აქტიურ წევრს "მშვენიერი" კორუფციული გარიგება დაუდიათ კალაძესთან, აღებული ფულით ზოგმა გახსნა ფირების გადაკვრის კომპანია, ზოგმა საკუთარი სატაქსო კომპანია, ზოგმა ნაქირავები ტაქსებით რომ დადიოდნენ, რამდენიმე ავტომობილი იყიდა და გააქირავა. მოკლედ, აი ასე აიწყვეს ცხოვრება საკუთარი კოლეგების გაყიდვისა და გაუბედურების ხარჯზე.

 

 

P.S. სანამ ასეთებს არ გამოვუცხადებთ სამოქალაქო "ექსორიას", არ განვკვეთავთ სამეგობროდან, სამეზობლოდან, საახლობლოდან და არ დავარქმვთ საკუთარ - მოღალატის სახელს, მანამდე ვიქნებით მათი მზაკვრობის მსხვერპლი” , - განაცხადა გუგავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი