„ღმერთმა მომასწროს, მალე საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები პირისპირ საუბრობდნენ“
12-02-2014, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, საქართველოს და რუსეთის პირველი პირების დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს. ამის შესახებ დავით საგანელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"არა თუ მიმაჩნია, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა უნდა შედგეს, ნეტავ მომასწროს ღმერთმა და რაც შეიძლება მალე, რომ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთთან პირისპირ საუბრობდნენ, საუბრობდნენ თბილად და არა იმაზე, ვის რამდენი შეიარაღება აქვს, ვინ ვის როგორ ემუქრება – საუბრობდნენ როგორ კეთილმეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელი პირები.

 

 

ეს არის ჩემი ოცნება, ჩემი სურვილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და უნდა ისაუბრონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ასეთი შეხვედრა რაც მალე შედგება, მით უფრო კარგი იქნება.

 

 

უნდა ჰქონდეს თუ არა ადგილი წინაპირობებს? რა თქმა უნდა, უნდა იყოს – ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა არის, იყო და იქნება, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა.

 

 

საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას იარაღის ჟღარუნით, მუქარით, ძალით და დაშინებით ვერ აღადგენს – ეს დიპლომატიური გზებით უნდა მოხდეს. დიპლომატიური გზა კი, პირველ რიგში საუბარს, მაგიდასთან დასხდომას და დიალოგს ნიშნავს", – განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=8801 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი