ირლანდიაში, დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში გამთეენისას, ადგილობრივი დროით დაახლოები 7:00 საათზე გაჩენილი ხანძრის გამო ყველა რეისი გადადებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული "ტელეგრაფი" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, გაუქმებულია ყველა რეისი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ის თვითმფრინავები კი, რომლებიც დუბლინში უნდა დაფრენილიყო, ქალაქ ბელფასტსა და შენონში დაეშვებიან.
ცოტა ხნის წინათ კი აეროპორტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრენები განაახლოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.