საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების შესახებ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა.
აღნიშნული ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამეტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომლის თანახმადაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში სახელმწიფო ანგარიშების წარდგენამდე, მის პროექტს განიხილავს პარლამენტი.
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ანგარიშების მომზადების პროცესში და კომიტეტის წევრებს გააცნო პაქტით გათვალისწინებული სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განხორციელებული ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რაც მასში აისახა. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ფედერაციას ეკისრება. ანგარიშში ამავდროულად მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. საკომიტეტო მოსმენას ასევე ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ანგარიშის პროექტის მომზადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.