წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა
05-10-2019, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში შვეიცარიელებისა და ქართული ორგანიზაცია „დევნილ ქალთა კავშირის“ ერთობლივი პროექტი - არტ ფესტივალი მიმდინარეობს.

 

 

ამ პროექტის ფარგლებში უკვე მე-6 წელია წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში მიუნჰენის სიმფონიური ორიკესტის წარმოამდგენლები მასტერკლასებს ატარებენ. წელს ორკესტრის დამაარსებელმა მეცენტამა და ქველმოქმედმა კლაუს ჰიპმა თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლას ფასადის რეაბილიტაცია დააფინანსა.

 

 

სამუსიკო სკოლის წინ, ღია ცის ქვეშ, მოსწავლეებმა და მიუნჰენის ორკესტრის მუსიკოსებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს, შესრულდა ცნობილი გერმანელი და ქართველი კლასიკური ნაწარმოებები. კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მეცენატ კლაუს ჰიპს, მუინჰენის ორკესტრის სოლისტს გიორგი ქობულაშვილს და კომპოზიტორს კახა ცაბაძეს წყალტუბოს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, წყალტუბოს სამუსიკო სკოლისთვის ჰიმნი დაწერა, რომელის ნოტებიც სკოლის ფასადის აივნების მოაჯირებზეა დატანილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი