ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის დასახლება საჭოჭუო ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საჭოჭუოში დაზიანდა ნათესები, დაიტბორა სახლები, წყალს შინაური ფრინველიც ემსხვერპლა. დასახლებაში დაახლოებით 15-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, ამ დასახლებაში სანიაღვრე არხები მოწესრიგებული არ არის და წლებია, ისინი ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობისგან მოისმინეს ის პრობლემები, რაც სტიქიის შედეგად წარმოიშვა.
ხობის მუნიციპალიტეტში შექმნილი ზარალის დამდგენი კომისია მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალს დაითვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.