გიორგი გახარია: „თბილისელებს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპისკენ“
05-10-2019, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასიამოვნოა, როდესაც ამ უბნებში  დადიხარ და ხედავ თბილისს, უაღრესად ტრადიციულ ქალაქს, თუ როგორ სწრაფად ემსგავსება ევროპას, როგორ ინახავს თავის ტრადიციებს, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ,  -  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პრემიერ მინისტრი ორბელიანის მოედანზე თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაესწრო და მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

 

 

„თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ვიყოთ წარმატებულები. ჩვენი ქალაქი იყოს კომფორტული, ბედნიერი, როგორც ქალაქელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. მსურს ეს დღესასწაული თბილისის მერს მივულოცო. მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა ძალისხმევა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ქალაქს შენი ხელი დაატყო. ეს მართლაც დასაფასებელია. თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენ, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით იმას, რასაც თბილისელობა ერქვა, ყოველთვის სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპის მიმართულებით, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი