საქართველოს მთავრობა "რეგიონული განვითარების შესახებ" კანონზე მუშაობას იწყებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კანონი რეგიონების მდგრადი განვითარების, ეკონომიკური აღმავლობისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობა გაგრძელდება, რის შემდეგაც მთავრობა მას განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.
რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და რეგიონების გუბერნატორები დაესწრნენ.
"რეგიონული განვითარების შესახებ" კანონს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.