საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოში, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრთან მაჯდ შუვეიკასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველო იორდანიაში ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში იორდანელი ვიზიტორების რიცხვი. 2019 წლის მონაცმებით ჩვენს ქვეყანას 12 000-მდე იორდანიის მოქალაქე ეწვია.
იორდანიის მხარე დაინტერესებულია ტურისტების მიმოსვლა იყოს ორმხრივი. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით მჭიდროდ ითანამშრომლოს საელჩოსთან. იორდანიის ტურიზმის სამინისტრო ასევე დაინტერესებულია გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის სფეროს განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე იორდანიის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა დადებითად შეაფასა სიძველეთა სფეროში ორი ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოს საელჩოს ინიციატივით დაიწყო.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და შესაბამისად, დაიგეგმა გარკვეული სამომავლო ღონისძიებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.