ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა
26-08-2015, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა. ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 234 975 ლარი გამოიყო. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა კი მიმწოდებელს ეკისრება.


თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე , ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი