შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან წაიღოს ე.წ. სატაქსო რეფორმა, რამაც ასეულ ათასობისთ ადამიანი დააზარალა
07-10-2019, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან წაიღოს ე.წ. სატაქსო რეფორმა, რამაც ასეულ ათასობისთ ადამიანი დააზარალა.

 

 

"ივანიშვილ-კალაძის დუეტმა ამჯერად მიიტაცა 700 მილიონიანი სატაქსო ბიზნესი დედაქალაქში, რითაც ლახვარი ჩასცა ასეულ ათასობით მოქალაქეს. შემდგომი ეტაპი იქნება იგივეს გაკეთება რეგიონებში. მოვუწოდებ ხელისუფლების უმაღლეს ლიდერებს ან მორატორიუმი გამოაცხადეთ და უკან წაიღეთ ეს დანაშაულებრივი ე.წ. სატაქსო რეფორმა, ან არჩევნებით ვერ შეიცვლებით და მერე ვინმეს არ დააბრალოთ გადატრიალება, საკუთარ თავს თვითონ გადაატრიალებთ. ეს არის სოციალური გენოციდი. არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებს წაერთვათ ცხოვრების საშულება, არამედ მგზავრებისთვის მნიშვნელოვნად გაძვირდა მგზავრობა. 700 მლნ ტრიალებს ამ ბიზნესში, რომელიც კარგა ხნის წინ, კარგად გამოთვალეს ივანიშვილმა-კალაძემ და გადაწყვიტეს მისი ხელში ჩაგდება, ყველაზე გულქვა მეთოდებით.

 

 

არც ერთი ქვეყნის არც ერთ დედაქალაქის მერს ასეთი ბოროტება თვისი ქალაქისთვის არ გაუკეთებია. პირველი შემთხვევაა მსოფლიო თვითმმართველობის ისტორიაში, როდესაც თვითონ ქალაქის თავია დაინტერესებული იმით, რომ მისი ქალაქის მოსახლეობის მასობრივი გაღატაკების გზით იშოვნოს მილიონები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იყო ძალიან კარაგად დაწყებული, გახსოვთ რომ ლეიბორისტულმა პარტიამ აიღო ხელში საპროტესტო მოძრაობა, აპრილის თვეში და დედაქალაქში გაიმართა უპრეცედენტოდ დიდი აქცია ტრანსპორტით, ათასობით მანქანამ ბლოკადაში მოაქცია ივანიშვილის სასახლე და მან ტარადიცულად თავი შეაფარა პატრიარქის კალთას და სიონის მოხატვას შეპირდა.

 

 

საქმე მიყვანილი იყო წკიპზე, ხელისუფლებას უკან უნდა წაეღო ეს რეფორმა, რომ არა ღალატი. მოისყიდეს ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, დაასაქმეს, გაუხსნეს კერძო კომპანიები და ჩაშალეს პროცესი და ტაქსისტები თვითონ იმ ხალხის ხელით გაწირეს, ვისაც ამ პროცესის გამარჯვებით დასრულება ევალებოდა. კალაძის მოთხოვნით, გვთხოვეს, რომ პარტიები ჩამოვცილებულიყავით, რადგან თუ პარტია იქნებოდა ამ პროტესტის სათავეში, კომპრომისი გაუჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, როგორც მოგვთხოვეს ჩვენ სადავეები გადავეცით ამ ჯგუფს და მათმა დიდმა ნაწილმა გაყიდა თავისივე კოლეგები. ამიტომ როცა ბევრს ლაპარაკობენ რომ პოლიტიკოსები იყიდებიან, კიდე ვიღაცები იყიდებიან, სამწუხაროდ, ყველა სფეროში არიან გამყიდველები და მოღალატეები. თუ არ წავიდა საპროტესტო მოძრაობა და ხელისუფლებამ არ იგრძნო საპასუხო მუშტი, შემდგომი ნაბიჯები იქნება ახალი რეგულაციები, ამ მიზეზით ამ ხალხის გაძევება ბაზრიდან და თავიაანთი კომპანიებით ჩანაცვლება. ეს გავრცელდება რეგიონებზეც და ასე ჩაიგდებენ მთელ ბაზარს, რაც ვფიქრობ, არ დაცალდებათ" , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი