თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
07-10-2019, 21:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ საზეიმო ვითარებაში გაჭრეს წითელი ლენტი და დიდი ხნის ოცნების ასრულება მიულოცეს ადგილობრივებს.

 


„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოგვარდა პრობლემა, რაც წლების მანძილზე აწუხებდა გოგნის მოსახლეობას. დღეს 18-მა აღსაზრდელმა შეაღო თანამედროვე სტანდარტების ბაღის კარები, სადაც ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ. ბაღი 40 ბავშვზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ზრუნვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ არაერთ ლამაზ დღეს ვაჩუქებთ ჩვენს პატარებს“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.

 

 

ახალ ბაღში სწავლის დაწყება პატარებს საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, გოგნის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ისაკაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მანუჩარ რობაქიძემ, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია თორთლაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც მიულოცეს. პატარებმა კი საპატიო სტუმრებისათვის გამართულ კონცერტზე მუსიკალური და თეატრალური ნომრები წარმოადგინეს. ბაღის დირექტორმა ნური ლაღიძემ დიდი მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ბონდო სოფრომაძეს ბაღისა და სოფლის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი